დროს მოვპარავ დროებს,
ხალხს ვაშორებ ბრბოებს,
გულს ვაცილებ ღალატს,
სხეულს - ჭრელ-ჭრელ ხალათს..
ჯადოქარი გავხდი,
სახურავზე ავხტი..
ღამისაგან ძილი
მოვითხოვე ვალად,
არ დამიჯდა ძვირი,
ვიქეც ნატვირს თვალად..
მე სიზმრები მიბღვერს,
ვრჩები დროსთან კამათებს,
სანამ გული მიმღერს,
გრძნობა გააამართლებს..
გიორგი ლიპარიშვილი
17.05.12
No comments:
Post a Comment