მეძებარი

Wednesday, May 9, 2012

პოეტი "სტაიანშიკის" ლექსები















ღვინო ქართული!


ზვრებიდან - გოდრებში,

გოდრიდან - ქვევრებში

თუხთუხებს ქართული ღვინო,

ვაზის ცრემლებია

ნეტარი “ბახუსი”

სუფრაზე მუდამ რომ ლხინობს.


კაცის წამქცევია

და, ძირს დამცემია

გონების დაკარგვაც იცის,

მაგრამ გამრთობია

კვალად დამთრობია

ოდეს პატარის და დიდის!

ღვინო - ლალისფერი

ღვინო - ქარვისფერი

- ვაზის დაილოცოს ფესვი

ღმერთმა ნუ მოშალოს

ღმერთმა ნუ მოშალოს

ჩვენი ადათი და წესი!



უშანგი ზანდარაშვილი



















ფიროსმანი


ცხოვრობდა ერთი უბრალო, მირზაანელი ბიჭი

უფლისგან მომადლებული ჰქონდა მხატვრისა ნიჭი.

სოფელში ედგა სავაჭრო, მას მაღაზია ერთი

ეყიდებოდა: მაწონი, თაფლი, ერბო და ზეთი.


ერთხანს ვაჭრობდა, შემდეგ კი სულ აიცრუა გული

დაკეტა მაღაზია და მოქუჩებული ფულით,

ქალაქის შარას დაადგა, მისკენ აიღო გეზი,

რადგან არ იყო ვაჭრობა, მისი ცხოვრების წესი.


გულდაწყვეტილი სტოვებდა მამა-პაპეულ ადგილს

აქედან უნდა დაეწყო, ნიკოს წერტილი ათვლის,

სოფლად დარჩენას მხატვარი, ვერ გაიხდიდა მიზნად

ფართო გზა უნდა ენახა შემოქმედებას მისას.


თბილის ჩამოსვლა არჩია, გამოჩინება გენის

ქალაქში იარებოდა ტკბებოდა მისი ცქერით,

ძველსა უბანში იაფად ბინა იშვა ქირით

სარდაფი იყო ნახევრად, ძველი მოდის და სტილის.


გამოვიდოდა ქუჩაში, სურდა გახელა თვალთა

სანაპიროსთან ჩავლილი ხშირად უნახავთ მტკვართან,

დიდხანს ტკბებოდა მხატვარი, “დუდუნით” მისი ტალღის

ნარიყალა და მეტეხი გამოჰყურებდა მაღლით.


გამოჰყვებოდა რიყესა - მუხრანის ხიდის ავლით

დაუყვებოდა ტროტუარს, მაღაზიების გავლით,

დუქანტან შეჩერდებოდა, სადრაც კუთხეში ქუჩის

ხელში ეჭირა ფანქარი, საღებავი და ფუნჯი.


დუქანში იჯდა ამაყად მოქეიფეთ “დასტა”

იყვნენ მოლხენით, ხანდახან, იყო სხვაობა აზრთა,

დაინახავდნენ როდესაც, მხატვარს მდგომარეს მათ წინ

დაუძახებდნენ ხელდახე, აისრულებდნენ წადილს.


ეტყოდნენ მოდი ნიკალავ და დაილოცე ღვინით

მერე დაგვხატე მაგ ფუნჯით, გაგვილამაზე ლხინი,

ისიც იჯდა და ხატავდა, შეუკვეთავდნენ რასაც

ხატავდა - ჭიქა არაყის, ან ჭიქა ღვინის ფასად.


ძველი თბილისის უბნები, ფეხით მოვლილი ჰქონდა

ვიდოდა, როცა მზე იყო, როცა წვიმდა და თოვდა,

ბევრს არ ესმოდა მხატვრობის და ხელოვნების არსი

არც შეიძლება სცოდნოდათ მისი ნამდვილი ფასი.


მათ გემოვნება არ ჰქონდათ, ანდა თუ ჰქოდნათ - მდარე

უკმაყოფილო მხატვარი, ჩაიცინებდა მწარედ.

მისი ნათელი თვალები, მიეცემოდნენ სევდას

კარგახანს იგი განწყობა, ლანდივით უკან სდევდა.


მხატვრობამ ის გაიტაცა, კაცი - ალალი გულით

ეხატებოდა ნიკალას, ეს - საზრდო იყო სულის.

ამიტომ სხვათა უაზრო, სიტყვებს არ თვლიდა თვისად

მათ დანახავზე რომელნიც აიბზუებდნენ ცხვირსა.


გაეცლებოდა და მარტო ჩამოჯდებოდა სკამზე

საფიქრალი და სააზრო, საყრელად ჰქონდა თავზე.

სარდაფში დაბრუნდებოდა, ცაიკეტავდა კარებს

საწოლზე წამოწვებოდა, დაასვენებდა თვალებს.


მეპრე დილით იგივე, მეორდებოდა ისევ

დრო იყო ერთფეროვანი, ჩვენი ნიკალას ჯიბრზე.

მაგრამ არ უშინდებოდა, ჭირვეულობას ჟამის

ძვირფასი იყო იმისთვის, საათი - წუთი - წამი.


მკლავმოუხრელად შრომობდა, ეშხში შესული ხატვის

ყოველი ტილო - ნახატი, თითქოს ხე იყო ნატვრის.

მუშაობისა პროცესი, მხატვარს სიამეს ჰგვრიდა

ამ ქვეყნად, მისი გაჩენა, მარტო ამისთვის ღირდა.


ტოლ-მეგობრებში ქეიფი, არ აკლდებოდა ნიკოს,

ღვინისგან თავდავიწყება, შვებას ჰმატებდა თითქოს.

ნელ-ნელა სახელს იხვეჭდა, მირზაანელი ბიჭი,

მომრავლებოდა ქალაქში, დამფასებელი ნიჭის.


სხვებივით პატივ-სახელი, არ ავარდნია თავში

ის მაინც მოკრძალებული იყო, ვითარცა ბავშვი.

გულს ფონად არ ედებოდა ამპარტავნობის განცდა,

რადგანაც თავმდაბლობაა, განძი - ყოველთა განძთა!


მისი ყოველი შედევრი, არვის სადარი იყო,

იდგა და გაღიმებული შესციცინებდა ნიკო.

ყოველი ტილო-ნახატი, სისხლხორცეულად სხმული,

თვით მასში იყო გამჯდარი, როგორც ნაწილი სულის.


უფალმა ნიკოს, მადლისა ზედ დააბერტყა კალთა

ეს იყო ნება უდაოდ, ზეაღმატებულ ძალთა,

იყო მუზისა კარნახი, საჭიროდ როცა თვლიდა

მისი ფუნჯი და კალამი, რაღაც სასწაულს ქმნიდა.


მისი ნიჭი და გენიის, შეფასებაა რთული

ის ღვაწლი რაც მას მიუძღვის, არ იზომება ფულით.

მხატვრისა სიდიადემა, არ გაგვახაროს როგორ?

იგი ხომ არის ნამდვილად - აუწონელი ოქრო...


მხატვარს - შედევრით აქებენ, ნახატს - ფერები შვენის -

- ნიკალას შემოქმედება - განძია მთელი ერის!



13 მაისი 2011 წელი

უშანგი ზანდარაშვილი







ჩემი თბილისის უბნები!



ლამაზია თბილისის ცა - მშობლიური,

როგორც ტურფა გედი - ყელმოღერილი,

ღამის ბინდში - ვარსკვლავებით მოჭედილი,

ალიონზე - მზის სხივით მოფენილი.


გორგასალის ძეგლი მოჩანს - მეტეხიდან,

დილა არის საამო დ ხალასი,

მედიდურად გადმოწყურებს დედაქალაქს,

ცად აწვდილი ციხე - ნარიყალასი.


მთის ფერდობზე ამაყად დგას - ქართვლის დედა,

ცხრა ძმის გამზრდელს, ვინ შეუცვლის ხასიათს,

ხელტ უპყრია მტარვალისთვის - ბასრი ხმალი,

მეორეში - მოკეთისთვის თასი აქვს.


სამებიდან ეფინება რეკვა - ზარის,

ცელქი სიო გულს მალამოდ ედება,

ტელს სიგძეზე მოლივლივე დედა - მტკვარი,

ყველა უბანს ფიანდაზად ეგება.


დედაქალაქს ისე ამკობს, ისე შვენის,

როცა ზაფხულს - შემოდგომა მოჰყვება,

მოადგება ოდეს ჟამი - ფოთოლცვენის,

ქარი - ფოტლებს რომ დააგებს ნოხებად.


თბილის ხომ მუხამბაზთა ქალაქია,

და სიმბოლო, ძმობა - მეგობრობისა,

თბილისი ეს - საამაყო ალაგია,

სად - ზეიმი არის თბილისობისა.


გაიხედავ - ამინდი საუცხოო,

ერთი სიტყვით - საამური დარია,

დრო გავა და გაჰკვირდები როს შეჰხედავ,

დიღომში - წვიმს ვარკეთილში - ქარია.


დაგატკბობს და გაგალაღებს, ბულბულტ სტვენა,

როცა უსმენ ხიდან შაშვის გალობას,

დაგიმონებს მოგნუსხავს და კმაყოფილი,

მოწიწებით ღმერთს მოუხდი მადლობას...


ყველა უბანს შემოვივლი სანახავად,

მათზე სათქმელს სხვებიც ბევრჯერ იტყვიან,

ყველა ცალკე - ლამაზია ტავისთავად,

ყველა ერთად - მართლაც კოლორიტია.


თბილისელმა ახლობელად რომ ცათვალა,

სითბო გასცა გულში თაფლად ნადები,

ვერა - ვაკე - სოლოლაკი - ორთაჭალა,

თბილისური - სატრფიალო ჰანგებით.


მოტრფიალე ქალაქისა, მრავლად არის

ახალგაზრდაც - სიბერეშეპარულიც,

ჩუღურეთი - ელია და ავლაბარი,

თბილისური - ალალი სიყვარულით.


თბილისელ კაცს, თბილი სიტყვა ლანდად დასდევს,

მისად აქცევს რაგინდ იყოს უჩვევი,

ვადღეგრძელებ: გლდანს - თემქას და ნაძალადევს,

ჩამწკრივებულ ჩიხებით და ქუჩებით.


სადღა არის შენობები ბუხრიანი,

აწმყო გახლავთ - მომავლის მოლოდინიი,

ვაშლიჯვარი - ავჭალა და მუხიანი,

საბურთალო - დიღომი და ლოტკინი.


ყველაფერი ახლა, დრომ მოიტანა,

ის, რაც ხდება არის ნება განგების,

მეიდანი - ხარფუხი და ფონიჭალა,

დიდი ლილო - დიდგორი და ბაგები.


დაგიამებს ყველა წყლულს და ნაიარევს,

ნოსტალგია არ ივარგებს საზომად,

გადახედე! ვარკეთილს და ავიამშენს,

დელისს - ვეძისს - დიდუბეს და სან-ზონას.


დედა - თბილისს, რუხი მთები გადმოჰყურებს,

ბილიკები - ჩაგრეხილან ვაზივით,

ყველა უბანს მხარს უმშვენებს მეგობრულად,

მეტრომშენი და მესამე მასივი.


ვეფერები: ვაზისუბანს - ნავთლუღს - ისანს,

გულმა ყველა უბანი მოიარა,

გაუმარჯოს გორგასალის ნასროლ ისარს,

ხოხობს რომ ჰყვა, სასიკვდილო იარად!


ლექსს ვამტავრებ, ბოლო “სტროფიც” მიიწურა,

ვცდიულობ ყველა ამ ერთ ლექსში ჩავტიო,

იმ უბნებმა ვინც გამომრჩა უნებურად,

შემინდონ და უბრალოდ მაპატიონ!



უშანგი ზანდარაშვილი











No comments:

Post a Comment