მეძებარი

Thursday, December 10, 2015

ერთად ვიცხოვროთ შეუზღუდავ გარემოში



 ერთად ვიცხოვროთ შეუზღუდავ გარემოში! - ნახეთ ახალი სოციალური ვიდეოკლიპი!
✔ სოციალური და სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციისა და თქვენი უფლებების დასაცავად დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე:
📢 ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00-საათამდე!
📞 (032 2) 2 103 003

რეჟისორი - მახო ღუღუნიშვილი
ოპერატორი - ალექს სუჯაშვილი
სცენარი - გიორგი ლიპარიშვილი
კონსულტანტი - მაია შიშნიაშვილი

#პაციენტისუფლებები
#ცხელიხაზი
#სოციალურიმომსახურება
#სამედიცინომომსახურება
#Presentatorium
#SocialAd
#Caritas


Saturday, October 24, 2015

როცა დიდ რეჟისორს ვესტუმრეთ



როცა ტელევიზიაში უმტკივნეულო გადაცემაში ვმუშაობდი
როცა ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით იკრძალებოდნენ
როცა 3 წლის წინ რეზო ჩხეიძეს მაინც ვესტუმრეთ
როცა შეყვარებულიც თან მახლდა
როცა (აკრძალული ტელევიზიის სტუმრობით გაკვირვებულმა) ჩემს თანმხლებს კითხა, ამ ჯგუფში თქვენ ვინ ხართ?
როცა პასუხი - შეყვარებული - მიიღო
როცა ბედნიერმა ბედნიერები გამოგვაცილა
როცა დიდ რეჟისორს ვესტუმრეთ

პატივისა  და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი

ესეც სტუმრობის მიზეზი სიუჟეტი

Saturday, October 17, 2015

“ვცადე” კაია


“ვცადე” - ეს ივა ფეზუაშვილის (მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი) წიგნია (ივა ავტორია, წიგნი კი ყველასია, ვისაც თვალში, ხელსა და გულში ჩაუვარდება).
ივა ავტორმა (ლიტერატურული კონკურსებისა და დაჯილდობების გამარჯვებული) არაჩვეულებრივად ცადა ამბის მარტივად გადმოცემა. 5 მოთხრობა, 5 ამბავი. იუმორი, სარკაზმი, კრიტიკა, სტერეოტიპები… წყალივით იკითხება და ღვინოსავით მათრობელაა.
წიგნი ცით იწყება და კაიათი მთავრდება. უფრო კონრეტულად, პირველი და ბოლო მოთხრობა - “ცა” და “კაიაა”

Wednesday, October 14, 2015

ბიბლუსოთეკა III



მეჩრდილე და მსტვენავი


Presentatorium და Biblusi • ბიბლუსი
წარმოგიდგენთ პრეზენტაციებს პროექტით
ბიბლუსო_თეკა
ადამიანები ,როგორც ცოცხალი წიგნები

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 19:00 სთ. 

მეჩრდილე - ქეთევან ჭიტაძე - ჩრდილების თეატრის “ბუდრუგანა-გაგრას” მსახიობი, მუსიკის მცოდნე
● ხელის ჩრდილები
● თეატრი და მუსიკა
● დაუმთავრებელი გასტროლები

მსტვენავი - ზურა ბალანჩივაძე -ბლოგერი, მხატვარი
● წარსული აწმყოში
● ხატვა მხატვრულად
● ონლაინ მედია
● რატომ უსტვენენ ადამიანები?

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 19:00 სთ.
მის: “ბიბლუსი გალერეა” - ი. ჭავჭავაძის # 7
ღონისძიების ხანგრძლივობა 1 სთ.
დასწრება და არდასწრება თავისუფალია
პატივისა და გულისცემით,
Presentatorium და Biblusi • ბიბლუსი

ღიაბარათებისკოლექციონერიფოტოგრაფი



70-ს გადაბიჯებული
მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის 10 000 რაღაც ღია ბარათის მფლობელი
საქართველოს უახლესი წარსულის 30 000 რაღაც ფოტოს ავტორი
მარნით ზუსტად მე-16 სართულზე
დაბადებული 8 ოქტომბერს

ღია ბარათების კოლექციონერი, ფოტოგრაფი მირიან გუჯაბიძე

პატივისა და გულისცემით,
პრეზენტატორთა კლუბი - Presentatorium

#ფოტოგრაფი
#ღიაბარათებისკოლექციონერი
#მირიანგუჯაბიძე
#Presentatorium

ჩვენ ერთ მზეს ვმუზერთ



ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავი სოციალური ვიდეორგოლი
ვიდეოს ავტორი მოძრაობა ცვლილებებისთვის
ვიდეორგოლის იდეის შთამაგონებელი - Kote Iantbelidze
ვიდეოგადაღება - Maxo Ghughunishvili
მხარდამჭერი - საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელი ხელს

"ჩვენ ერთ მზეს ვუმზერთ"
პატივისა და გულისცემით,

Wednesday, September 30, 2015

ბაბალე


“ბაბალე” - სოციალური საწარმო
“ბაბალე” - ხელნაკეთი ნივთები
“ბაბალე” - მაღაზია-სახელოსნო
“ბაბალე” - აქ სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები სახელობო უნარებს ეუფლებიან

“ბაბალე” დღეს თბილისში დაიბადა

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

ბაბალე • Babale
#ბაბალე
#სოციალურისაწარმო
#ნაფარეულის6

მებაღე


მებაღე, თავისი ბაღის სახე, გული და ხელები. გამორჩეული თვისებები: გურული სიტყვაკაზმულობა, დაუზარელი ღიმილი, სიყვარული (საქმის, ადამიანების, მცენარეების)...
პატარა ნაკვეთითა და ერთი თანამშრომლით (მარო ბებო) დაწყებული საქმე, დღეს დიდ მეურნეობადაა ქცეული.
მებაღის მიერ შექმნილი გარემო ტელევიზიების, ფოტოგრაფების, ხელოვანების, სახვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების საყვარელი ადგილია.
აქ ადამიანები ნერგების, მიწის, სიცოცხლის, ყვავილების, ერთმანეთისა და თავად მებაღის სანახავადაც დადიან.
დეკორატიული მცენარეების სანერგე “გარდენია შევარდნაძე”ლოტკინზე მდებარეობს.
თავისი ბაღის სახე, გული და ხელები - მებაღე ზურა შევარდნაძე სიყვარულითა და გურული სიტყვაკაზმულობით გამოირჩევა

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

Gardenia shevardnadze
#ზურაშევარდნაძე
#მებაღე
#ირმაშარიქაძისფოტო

ის ქაღალდის არქიტექტორია. პროფესიული დახასიათებით ქაღალდის ინჟინერი. ფურცლის გაზომვა-დახაზვა-დაკეცვა-დაჭრით 3 განზომილებიან წიგნებს ქმნის. მისი წიგნები ბავშვებისა და დიდებისთვის ერთნაირად მიმზიდველია. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ღირსეულად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ფესტივალებში.
ქაღალდის ინჟინერი კრეატიული მენეჯერია. 9 წლიანი საუნივერსიტეტო მუშაობის შემდეგ ახლა კრეატივში კერძო ტრეინინგებს კითხულობს. არის ფოტოგარფი. ბავშვებისა და დიდების დიდი მეგობარი. მარიამისა და ხარებას მამა, პრეზენტატორთა კლუბ Presentatorim-ის ერთერთი დამფუძნებელი

ქაღალდის ინჟინერი, კრეატივის ტრენერი, ფოტოგრაფი - კოტე იანტბელიძე

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium

#Presentatorium
#koteiantbelidze
#კოტეიანტბელიძე
#წიგნები
#კრეატივი
#ფოტოგრაფი

"ეზო”



"ეზო” - ეს ის შემთხვევაა, როცა გკითხავენ სად ხარ? და უპასუხებთ “ეზოში”. ამოდი ჭამე და ჩადის არ გიპასუხებენ. ამ “ეზოში” თამაშიც შეიძლება, ჭამაც და დასვენებაც.
ეს თბილისური ეზოა.
ძველ თბილისში, სოლოლაკში, ქიქოძის 16-ში, რამდენიმე დღის წინ ახალი რესტორანი “ეზო” გაიხსნა.
“ეზოში” გულშისაცემ დიზაინს, ბავშვების სათამაშო 2 კუთხეს, ქართული სოფლის ბავშვობისდროინდელ მონატრებულ გემოსა და ადამიანურ მომსახურებას შეხვდებით.

პატივისა და გულისცემით,
#Prezentatorium

Pil-Pil
#ეზო
#რესტორანი
#თბილისი

"ბესტსელერი"


Presentatorium წარმოგიდგენთ “ბესტსელერს”. უფრო კონკრეტულად ბექა ადამაშვილის “ბესტსელერს”. წიგნს - სავსეს იუმორით, ასოციაციებით, კრიტიკით, მიგნებებითა და გამოწვევებით. მთავარი პერსონაჟი პიერ სონაჟია. მოქმედება ჯოჯოხეთში, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ხდება, სადაც მწერლები მკითხველებისთვის მიყენებული ზიანის გამო იტანჯებიან. 
წიგნში შექსპირის სასტუმრო ჰოტელოს, ტოტალიზატორ მაკ.BET-ს, ჯოჯოხეთის ერთერთ ქუჩა გა სტრიტს, ჯოჯოხეთისვე სახლის კარზე წარწერა Hellcome-ს, პიარისმოყვარე პიერს, ფილმოსოფოს გოგოსა და სხვა ამბებსა და გმირებს შეხვდებით.
“ბესტსელერი” ამართლებს სახელსა და მასში გადმოცემულ ამბავს.
“ჩვენს საუკუნეში, უდროობის გამო წიგნს კი არა, ნაცნობ-მეგობრებსაც ვეღარ კითხულობენ ადამიანები” - ბექა ადამაშვილი - “ბესტსელერი”

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

#ბესტსელერი
#ბექაადამაშვილი
#წიგნი
ბესტსელერი

“მე”


ეს ბაჩი ჯინჭარაძეა. უფრო კონკრეტულად ბაჩის ნახატი - “მე”. 

ხატავს სულის რომანს (რამდენიმე თავს), 300 არაგველს (პირველი არაგველი, მეორე არაგველი), ორიგინალურ, მრავალი მასალით შესრულებულ ნახატებს (ნახატი №514, ნახატი №519 და ა. შ.)
მღერის ხალხურ სიმღერებს, დროდადრო დამოგზაურობს სამშობლოში. მასზე წერენ, იღებენ სიუჟეტებს, ფენენ მის ნამუშევრებს.
სამხატვროაკადემიააღარდამთავრებული მხატვარი ხატავს ადამიანებს, დღესასწააულებს, ზღაპრებს, მითიურ და ისტორიულ გმირებს, რეალურ და არარეალურ სამყაროს.

ეს ბაჩი ჯინჭარაძეა. უფრო კონკრეტულად ბაჩის ნახატი - “მე”

პატივისა და გულისცემით,
Presentaorium

ანა “მეღვინეთუხუცესი”


ის მეღვინეთა ოჯახში გაიზარდა. თვითონაც ღვინის გარშემო ტრიალებს:

საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტი;
საქართველოს ღვინიოს სკოლის დამფუძნებელი, დირექტორი;
სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი, მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის მენეჯერი;
სახვადასახვა წლებში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი, ინოვაციების კონსულტანტი…

ეს მხოლოდ ნაწილია, რასაც ღვინის “მოყვარული”, ინჟინერ-ტექნოლოგი, ჩვენ მიერ ანა “მეღვინეთუხუცესად წოდებული” ანა გოდაბრელიძე საქართველოსა და ევროპაში, ახორციელებს.

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
Anna Godabrelidze

Saturday, September 26, 2015

კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი - კახელები


კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი
Kakhelebi კახელები

"კახელები" -
კარგად შეკმაზული გემოსა და გემოვნების რესტორანია, დავარცხნილი დიზანით, გულში ჩასაკრავი მომსახურებითა და მადისაღმძვრელი კერძებით.
კახური იუმორის, ქართული სამზარეულოსა და ისტორიის პატივისცემა აქ მძაფრად იგრძნობა.
"კახელები" სარესტორნო საქმესთან ერთად სოფლის მეურნეობაშიც აქტიურად ირჯებიან.

"კახელები" -
კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium

#kakhelebi
#restorani

არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელი



Presentatorium წარმოგიდგენთ
არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელს

ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია (როგორც მას თავად უწოდებს). იცის ინგლისური, რუსული და ცოტა ფრანგულიც. არის იაფი და მხიარული. თუ რამე შეფერხებაა ფულს აქეთ გადაგიხდით : )) 
ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ,
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

#ყველატაქსიტიერთნაირიარაა

ბუნების გულშემხარველი - დავით ჩაჩანიძე


Presentatorium წარმოგიდგენთ - ბუნების გულშემხარველს - ქართული სოფლის თანამედროვე სახეს

ის ერთადერთია საქართველოში, ვინც ბიო სასუქს (ბიოლოგიურად სუფთა სასუქს), “ბიოაგრო”-ს, აწარმოებს. ასევე ერთადერთია, ვინც ქართულ ბიო კოსმეტიკას ქმნის (დამფუძნებელი ბიო კოსმეტიკის კომპანია - Bio Cosmetics Bamus).
ის ჰომეოპათია (“მკურნალობის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროახშირად და მცირე დოზით მცენარეული, მინერალური და ცხოველური სამკურნალო საშუალებების მიღება”)
ფერმერებს, მთელს საქართველოში, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანაში კონსულტაციას უწევს. კახეთში, ზემო ბაკურციხეში აშენებს ნამჯის სახლს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურია. აქვს თანამედროვე სკები, ცვილის გარეშე…
ის “აშენებს” სოფელს
ბუნების გულშემხარველი - ქართული სოფლის თანამედროვე სახე - დათო ჩაჩანიძე

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium
heart ემოცია

#ბიოაგრო
#დათოჩაჩანიძე
#ჰომეოპათი
#BioCosmeticsBamus
#Presentatorium
David Chachanidze

“მეაქციე” ადამიანი



Presentatorium წარმოგიდგენთ ადამიანს, რომლის აქციებიც “ძვირადღირებულია”.
ის კბილებით იცავს ქართულ ენასა და შშმ პირების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) უფლებებს. პარალელურად ახორციელებს აქციებს: “ჩავყაროთ ნაგავი” და “ჩვენ გვიყვარს წიგნები”. ერთი გარემოს
ასუფთავებს, მეორე - ტვინს.
ფოტოგრაფი, მასწავლებელი გოგა ჩანადირი “მეაქციე” ადამიანია.

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium


#ჩავყაროთნაგავი
#ჩვენგვიყვარსწიგნები
გოგა ჩანადირი

Prezentatorium წარმოგიდგენთ განძთსალაგს



Presentatorium წარმოგიდგენთ უჩვეულო სახლ-მუზეუმს, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ერთად ქმნის.

სახლ-მუზეუმი გამოჩენილი პირის, მოღვაწის სახლია, რომელიც მუზეუმადაა ქცეული. ძირითადად გარდაცვლილი ადამიანების სახლები იქცევა ხოლმე მუზეუმებად. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. კანდიდ კონჯარია ცოცხალია. უფრო მეტიც, ის, ისტორიის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, მეცნიერ თანამშრომლის, გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing - ის დამფუძნებლის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი -ის ყოფილი დირექტორის, უბრალოდ დიდებული ადამინაის ბუბა კუდავას ფსევდონიმია.

''მუზეუმი'' სამეგრელოში, მარტვილის რაიონის, სოფელ ნაგვაზაოში მდებარეობს, მამაპაპეულ ადგილას აშენებულ Buba Kudava-ს სახლში.

სახლ-მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვა ყველას მსურველს შეუძლია. რეალურ შემომწირველთა გარდა, ასევე არიან კეთილი "ადამიანები” რომლებიც მუზეუმთან "თანამშრომლობენ:" - ცარიელ ტარიელაშვილი, ქამარ ბალთიანი, უშანგი ლახტიაშვილი, გულნაზ შაქარაშვილი, ჰამლეტ კაიკაციშვილი.

კონჯარიებთან ყველა მსურველს შეუძლია შექმნას და შეინახოს ისტორია.

კანდიდ კონჯარიას სახლ-მუზეუმი სტუმრებისთვის ყოველდღე ღიაა

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

Saturday, September 5, 2015

ის ხატავს ღმერთის ბავშვობას

DSC_0477.JPG

“ახლახან ჩინებული ამბავი მოვისმინე. მისი მოყოლა ძალიან მიყვარს. ერთი პატარა გოგონა, ექვსი წლის, ხატვის გაკვეთილზე, კლასის ბოლოში იჯდა და რაღაცას ხატავდა. მასწავლებელმა თქვა, რომ ეს პატარა გოგო კლასელებს ყურადღებას იშვიათად თუ აქცევდა. ამ ხატვის გაკვეთილზე პირიქით, მასწავლებელი მოიხიბლა. მიუახლოვდა და კითხა:

მასწავლებელი - რას ხატავ?

გოგონა - მე ვხატავ ღმერთის სურათს
მასწავლებელი -  კი მაგრამ არავინ იცის ღმერთი როგორ გამოიყურება?!
გოგო - ცოტა ხანში ეცოდინებათ”. -

ამ ამბავს სერ კინ რობინსონი, ბრიტანერლი წარმოშობის ავტორი, განათლების ექსპერტი, პრეზენტატორი შემოქმედებასა და ინოვაციებში, Ted.com-ზე ერთერთ პრეზენტაციაზე იხსენებს.

ეს სურათიც ღმერთის ბავშვობას გამოხატვს. მაგრამ ის საქართველოში 22 წლის გიორგიმ დახატა. ისე სოციალური ინკლუზიის (საზოგადოებაში ჩართვის მხარდამჭერი) მხარდამჭერი ორგანიზაციის “ხელი ხელს” ბენეფიციარია (პირი, რომელიც სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეა). უყვარს ხატვა და ჟურნალისტის როლის მორგება. საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობს. უნდა რომ საქართველო გააბრწყინოს.

გიორგი შორს იხედება. ის იესოსა და ღვთისმშობლს გამორჩეულად ხედავს
ის ხატავს ღმერთის ბავშვობას

პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი

Wednesday, August 26, 2015

"ამერიკიდან, ჯავახეთში რომ გამამგზავრა"

  ჯავახეთის ექსპედიცია 2006 წ. თავკვეთულა

მგზავრობა მიყვარს. განსაკუთრებით, კარგი საქმისკენ მიმავალი მგზავრობა. ამ დროს თავში ფიქრი ამუშავებული წისქვილის საფქვავივით იფქვევა.
ცოტა ხნის წინ ჩემი გულის მეგობარმა, ამერიკიდან, მთხოვა ჯავახეთში პატარა საქმეზე წავსულიყავი.  სიამოვნებით დავთანხმდი, დაველოდე შესაფერის დროს და სიამოვნებითვე გავემზავრე. იქ ერთერთ სოფელში ექსპედიცია მძვინვარებდა. მე ძველი ნაექსპედიციელი მონატრებული მხარისკენ ფიქრებს სავსე გულით მივაბიჯებდი...

მრავალფეხა ლამაზმანი



ცნობილ სპორტსმენს, მოდელს, მსახიობსა და ორატორს ეიმი მალინზს 12 წყვილი "ფეხი" აქვს.

ორგზის რეკორდსმენი ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებში (სირბილი და სიგრძეზე ხტომა, 1996 წ.), L’Oréal Paris სახეა. ჟურნალმა ”People-მა” კი  მსოფლიოს ულამაზესი ქალების სიაში შეიყვანა. მონაწილეობს სატელევიზო შოუებში, იღებენ ფილმებში (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ...), საჯარო პრეზენტაციები აქვს Ted.com-სა და სხვა კონფერენციებზე. დამფუძნებელია რამდენიმე ფონდის...

დედის "გადარჩენილი ვარსკვლავი"


10 წლის ბიჭი, იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის ფაბრიკაში მუშაობდა და თან მომღერლობაზე ოცნებობდა.
მისმა პირველმა მასწავლებელმა ბავშვის აღტაცება “ჩააქრო:” - “შენ ვერ შეძლებ სიმღერას, საერთოდ არ გაქვს ხმა, იგი ქარის ზუზუნს უფრო წააგავს”.

Tuesday, August 18, 2015

ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა


ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) უფლებებს “თვითნებურად” იცავს.
მან 3 წლის წინ ეტლიანი ადამიანის გამოსახულებით სამკერდე ნიშანი დაამზადა, რომელსაც გულით ატარებს.

Tuesday, August 4, 2015

თამარა/Tamara


"ხელი ხელს"

ხელი გულიდან იწყება


რამდენიმე დღის წინ ნიკ ვუჩიჩმა თავისი Facebook-ის გვერდზე ოჯახური ფოტოები
გამოაქვეყნა. ფოტოებს 3 მილიონზე მეტი მოწონება და 300 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.
ადამიანებს ფოტოს გარდა, მისი უსაზღვრო მოტივაცია მოწონთ.
32 წლის ავსტრალიელი ნიკ ვუჩიჩი კიდურების გარეშე დაიბადა. მისთვის ბევრჯერ უკითხავთ, როგორ შეუძლია გაიღიმოს ხელებისა და ფეხების გარეშე. მაგრამ


Wednesday, July 29, 2015

დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე


დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე - მამაჩემს უყვარდა მსგავსი გამოთქმა, როცა რამეს კარგს ნახავდა და გაიგონებდა.
არნახული და გაუგონარი რამ ვნახე. ვნახე ადამიანები, რომლებიც სიყვარულისა და სითბოს გადამტანები, გამავრცელებლები, "მისიონერები" არიან.
გურჯანში შშმ პირებს ვესტუმრეთ, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში პატარ-პატარა ოჯახებად ცხოვრობენ. ორგანიზაციამ, "ხელი ხელს", დიდი შრომა, როგორც ჩანს დიდ სიყვარულად აქცია.

"მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ"



“დისლექსია (კითხვის, მეტყველების. სწავლის უნარის დაქვეითება) მჭირდა, მეცადინეობის უნარი არ მქონდა. IQ ტესტსაც ნამდვილად ჩავაფლავებდი. ეს ერთ–ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რატომაც მივატოვე სკოლა 15 წლის ასაკში. და თუ თუკი, რაიმე არ მაინტერესებს, ვერ ვიგებ. იმის გამო რომ დისლექსია მჭირს, ხშირად უხერხულ სიტუაციებშიც ვვარდები. მაგალითად,

ლეგენდარული სტივ უანდერის მოტივაცია

რამდენიმე წლის წინ, ნიუორკში მცხოვრებ სტივ მორისს, მასწავლებელმა სასკოლო ოთახში თაგვის დაჭერაში დახმარება თხოვა. მან აღიარა ბავშვში ბუნებრივი ნიჭის არსებობა, რომელსაც კლასში სხვა არავინ ფლობდა. მას იშვიათი მახვილი სმენა ქონდა, რომელიც სუსტ მხედველობას უკომპენსირებდა.
მაშინ პირველად, ღირსეულად შეფასდა სტივის არაჩვეულებრივი სმენა. რამდენიმე წლის შემდეგ მორისი იხსენებდა, 

Wednesday, July 22, 2015

ბავშვობაში გადაკივარდა


რამდენიმე დღის წინ, ჩემს, ბავშვობაჩაბარებულ სახლს შემოვესტუმრე. კედლებდანაოჭებული, მაგრამ ამაყად მდგარი შემომეგება. ყვავილებმა თვალი ჩამიკრეს. ტყუილის ფეხებივით ეზო თვალისდახამხამებაში გავიარე და შინ ბრძოლამოგებულივით შევაბიჯე.
დაიწყო საკუთარ სახლში სტუმრობანა. მოწყურებულ წარსულს, შვილთან ერთად ყოფნით ვიოკებდი.
ერთ დღეს ბარტყი დავიჭირეთ, რომელიც დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. ფრენას სწავლობდა. დედადაკარგული, ქანცგაწყვეტილი სახლს, ბუდეს ეძებდა. ცხვირპირთვალღიმილიანები შევცქეროდით ბუნების პატარა ჯადოქრობას და მის დახმარებას ვცდილობდით.

Tuesday, July 7, 2015

ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ


მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ. ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილამდე მივდივარ და ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ
მე და ლოკოკინას სირბილში ზუსტად ერთნაირი ტემპი გვაქვს. თავს "ვინუგეშებ": სამაგიეროდ, ვმოძრაობთ და მივწინწინობთ.
ისე კი, ვაღიარებ, ლოკოკინა ჩემზე ძლიერია. ის ზურგზე სახლმოკიდებული დარბის. მე კი ეს არ გამომდის, პატარა მხრები მაქვს.
ერთხელ ვიმეტიჩრე, დავუდექი, ვნახოთ რომელი გაასწრებს...
ლოკოკინას ჩაეცინა.
გასწრება არცერთმა არ ვიკადრეთ.
ორივე ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილს დავფოფინებთ.
მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ, როცა ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ.


გიორგი ლიპარიშვილი
11.06.12-7.07.15